top of page

 

 

ხედვა:  შპს ნიუ მეჯიქი  წარმოადგენს 2028-2029 წლისთვის  მაღალი ნდობისა და აღიარების მქონე რეგიონულ მრავალპროფილურ პროფესიულ კოლეჯს, რომელიც საზოგადოებას სთავაზობს პროფესიული განათლებასთან დაკავშირებული სერვისების ფართო სპექტრს.   

 

მისია: შპს ნიუ მეჯიქი მრავალპროფილური პროფესიული კოლეჯია, რომლის მისიაა მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული, ხარისხზე ორიენტირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა და   პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების საგანმანათლებლო პროგრამების  განხორციელება; კონკურენტუნარიანი, პროფესიული უნარებით აღჭურვილი  სპეციალისტების მომზადება აჭარის რეგიონისა და ქვეყნის მასშტაბით; საუკეთესო ადგილობრივ გამოცდილებაზე დაფუძნებული მრავალფეროვანი სერვისების გაწევა;  პროფესიული განათლების პოპულარიზაცია და მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის ხელშეწყობა. 

 

ღირებულებები:    

  • ობიექტურობა - კოლეჯის საქმიანობა ეფუძნება კანონმდებლობით დადგენილ ნორმებსა და სტანდარტებს.  კოლეჯის მიერ დადგენილი რეგულაციები და პროცედურები  გამორიცხავს  კოლეჯის საქმიანობაში ჩართული პირების    მიკერძოებულობას.   

  • გამჭვირვალეობა - კოლეჯის საქმიანობაში მოქმედი რეგულაციები და პროცედურები, ასევე ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ არის ცნობილი დაინტერესებული პირებისათვის.    

  • მიუკერძოებლობა - კოლეჯი უზრუნველყოფს, რომ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები  შესაბამისობაშია კანონმდებლობთან და ითვალისწინებს დაინტერესებულ პირთა საუკეთესო ინტერესებს.  

  • თანამშრომლობა - კოლეჯი ღიაა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისთვის, რათა განიხილოს სიახლეები და წინადადებები, განსხვავებული მოსაზრებები პრობლემების გადაჭრის მიზნით.    

  • განვითარება - სისტემატიურად ვაფასებთ კოლეჯის საქმიანობას და  ვგეგმავთ განვითარების გზებს პარტნიორებთან ერთად. 

bottom of page